ყოვლადუსამღვდელოესი ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა მეუფე საბა, ერისკაცობაში ლაშა ინწკირველი დაიბადა 1981 წლის 22 ივნისს ოზურგეთის რაიონში. 1996 წელს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით მან ჩააბარა ბათუმის წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარიაში. 2000 წელს სასულიერო სასწავლებელის დასრულების შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად კათოლიკოს-პატრიარქის ილია 2-სა და მიტროპოლიტ დიმიტრის (შიოლაშვილი) ლოცვა- კურთხევით ის სერბეთში გაემგზავრა . 2009 წლის 29 ივნისს მორჩილი ლაშა-გიორგი ბერად აღიკვეცა და ეწოდა სახელი - საბა. ამავე წლის 5 ივლისს ბერი საბა ეკურთხა ბერ-დიაკვნად. 2010 წელს უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით ბერ-დიაკონი საბა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. 2010 წლის 26 ოქტომბერს მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) ის აკურთხა მღვდელ-მონაზვნად და ჩააბარა წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის მონასტერი და წმინდა გიორგის სახელობის სამრევლო პენსილვანიის შტატში. 2013 წელს ის დანიშნა ბრუკლინში ღვთისმშობლის შობის სახელობის ქართული სამრევლოს წინამძღვრად.
|