21 მაისი 2015წ. ამაღლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

posted May 19, 2015, 4:44 PM by Mamao Thoma   [ updated May 19, 2015, 4:45 PM ]



უფალი ბრძანებს: „სადაც ორნი ან სამნი შეიკრიბებიან ჩემი სახელით, - 
მე მათ შორის ვარ“. ამიტომ ვართ დარწმუნებულნირომ დღესაც
ჩვენ შორისაა უფალი და ვმადლობთ მას ამ დიდი წყალობისათვის!“

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს - ამაღლებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესიგუშინ იყო წარგზავნა აღდგომის დღესასწაულისა და ამ წელიწადში უკანასკნელად ვიგალობეთ „ქრისტე აღდგა!“

გოლგოთაჯვარცმააღდგომა და ამაღლება საოცრად დაკავშირებულია ერთმანეთთანეს არის ის გზარომელიც უნდა განვლოს ყოველმა ადამიანმა და ყოველმა ერმააღმოსავლურ ფილოსოფიაში ვკითხუ ლობთ: „ჰოიმწუხარებავშენ საწყისი ხარ სიხარულისა და ჰოისიხარულოშენ საწყისი ხარ მწუხარებისა“. ადამიანის ცხოვრება სულ ასეთი ცვალებადიამაგრამ ამას არ უნდა შეუშინდეს ადამიანისიხარულის დროს ადამიანი არ უნდა მიეცეს განცხრომასხოლო მწუხარების დროს - სასოწარკვეთილებას.

სახარებაში წერიარომ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ დალოცა მოწაფენი და ლოცვის დროს ამალდა ზეცადმას შესცქეროდნენ მოციქულები და სხვანიც და ხედავდნენთუ როგორ შორდებოდათ უფალიამ დროს მათ გამოეცხადნენ ანგელოზები და უთხრესროგორც ხედავთ დიდებით ამაღლებას უფლისაისე იქნება მისი დიდებით მოსვლაცსახარებაში წერიარომ ამ გამოცხადების შემდეგ მოციქულები გამობრუნდნენ სიხარულითა დიდითათითქოს გასაკვირიამაცხოვარი დაშორდა მათ და მოციქულები გახარებულები არიანმაგრამ ისინი გახარებულნი იყვნენ იმ სიტყვების გამორომელიც უფალმა მათ და მთელ ქვეყანას უთხრა: „მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისაამინ.“ ეს სიტყვები უნდა გვახსოვდეს, - უფალი ჩვენთანაამაცხოვარი ბრძანებს: „სადაც ორნი ან სამნი შეიკრიბებიან ჩემი სახელით, - მე მათ შორის ვარ“. ამიტომ ვართ დარწმუნებულნირომ დღესაც ჩვენ შორისაა უფალი და ვმადლობთ მას ამ დიდი წყალობისათვის!

მოციქულებს ჰქონდათ შესანიშნავი და საოცარი წესიროცა ტრაპეზზე სხდებოდნენ ხოლმე, - აუცილებლად ტოვებდნენ ორ თავისუფალ ადგილსერთს მაცხოვრისთვის და ერთს ღვთისმშობლისათვისმათ სწამდათრომ მაცხოვარი და ღვთისმშობელი უჩინრად მათთან იყვნენმოციქულების ეს ტრადიცია მთელ მსოფლიოში მარტოოდენ საქართველომ შეინარჩუნაროცა ჩვენ ტრაპეზზე ვსხდებითპირველი სასმისით უფალი იდიდებახოლო ბოლო სასმისი აუცილებლად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სადიდებელიაეს ტრადიციასუფრის ეს კულტურაარ აქვს არც ერთ სხვა ეკლესიასარც ერთ სხვა ერსა თუ ქვეყანას.

დღევანდელი დღესასწაული ორმაგდება იმ სიხარულითრომ დღეს ჩვენთან ბრძანდებიან უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულენიისინი ჩამოვიდნენ საქართველოშირათა მოეფერონ სამშობლოსგულითადად მოგესალმებით ყველასვინც ჩამობრძანდით უცხოეთიდანმინდა შეგახსენოთრომ თქვენი წინაპრების სულიმათი ძვლები აქ არისსაქართველოშიაამიტომადრე თუ გვიანსამშობლოში დაბრუნებაზე უნდა იფიქროთსაქართველოს ეკლესია მუდამ ცდილობდა ჩვენი ერის გამთლიანებასმინდა გითხრათრომ თქვენ აქ სტუმრები არ ხართთქვენ მასპინძლები ხართ საქართველოშიდა ჩვენ ველოდებით თქვენს დაბრუნებასგადაეცით ჩვენი სალამი და მოკითხვა უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს.

ღმერთმა დაგლოცოთდღეს ჩვენ ვლოცავთ ამაღლობელთა გვარსეს ცნობილი გვარიამათ ბევრი დიდი ადამიანი აჩუქეს ქვეყანას.ღმერთმა დაგლოცოთგაგახაროთგაგამრავლოთღმერთმა მოგცეთ რწმენასიყვარული და სასოება!

კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამაღლების დღესასწაულსჩვენ უნდა გვახსოვდესრომ ღმერთი ამთლიანებს და ეშმაკი ჰყოფსინებოს უფალმარომ გამთლიანდეს ქართველი ერი და ბედნიერი იყოს ჩვენი ქვეყანაღმერთმა დალოცოსგაახაროსგააძლიეროსგაამთლიანოს და დაამშვიდოს სრულიად საქართველოამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №18, 2009 .