დავეხმაროთ თბილისში წყალდიდობისაგან დაზარალებულებს. ამ რამდენიმე დღის განმავლობაში გამოჩნდა ის ხალხი, რომელსაც ნამდვილად უყვარს თავისი სამშობლო და თავისი ერი. ასევე დღეს გამოჩნდა, თუ როგორ დარდობენ თავის სამშობლოს მოწყვეტილი, საზღვრებს გარეთ მყოფი ქართველები და არა მარტო ქართველები. ნეტავი შეგვეძლოს შენთან ერთად ნიჩბით ხელში დგომა, მაგრამ შენთან ერთად ვერ ვართ დღეს ჩემო ტკბილო ქვეყანა და ვფიქრობ მცირეოდენი შესაწირით მაინც დაგეხმაროთ. უკვე რამდენიმე დღეა დახმარების სურვილით ანთებული ადამიანები გვიკავშირდებიან და გვეკითხებიან, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ გასაჭირში მყოფ თბილისს. ისევ ყველაზე უპრიანი იქნებოდა დაზარალებულთა ფონდი ჩამოგვეყალიბებინა და შემოსული თანხები საქართველოს საელჩოს მიერ მოწოდებულ ოფიციალურ დახმარების ანგარიშზე გადაგვერიცხა. ამ ჩვენმა წამოწყებულმა საქველმოქმედო აქციამ სულ რამდენიმე ოჯახიც რომ დააპუროს, შემოსოს და შეიწყნაროს ისიც კი უფლისათვის და ერისათვის შესაწირი და სათნო იქნება. http://www.gofundme.com/RecoverTbilisi უფალმა გაგვაძლიეროს და დაგვაყენოს ურთიერთ სიყვარულის და თანაგრძნობის გზაზე. ესაა ერთადერთი გზა გადარჩენისა. |
სიახლეები >