2019 წლის 24-25 თებერვალი. 24 თებერვალს ავღნიშნავთ ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის დაფუძნების 10 წლის ოუბილეს და ასევე ტორონტოს ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძრის დღესასწაულს. ეს დღესასწაული დიდად მნიშვნელოვანია ყველა ქართველისათვის და მით უმეტეს იმიგრაციაში მყოფთათვის რათა გავაძლიეროთ და გავამხნევოთ ერთმანეთი. კვირას დილით 9:30 საათზე, ტორონტოს ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის ხატის ეკლესიაში სადღესასწაულო და სამღვდელმთავრო მსახურებას აღავლენს ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა და ამავე ეპარქიის სამღვდელოება. ეკლესიის მისამართია: მსახურების შემდგომ, 14:00 საათზე გაიმართება სადღესასწაულო კონცერტი "სული ქართული", რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ New York-დან და New Jersey-დან ჩამობრძანებული ანსაბლები და ტორონტოს ივერიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიასთან არსებული ანსამბლი "ივერონი" და ტორონტოში მოღვაწე ქართველი მომღერლები. ღონისძიების დარბაზის მისამართია: 18:00 საათზე გაიმართება სადღესასწაულო ტრაპეზი. სატრაპეზო დარბაზის მისამართია: კონცერტის და ტრაპეზის ბილეთების შეზღუდული რაოდენობის გამო გთხოვთ დროულად (ამ კვირის განმაბლობაში) მიაკითხოთ ეკლესიაში მესანთლეს ან დაგვირეკოთ 647 868 0089 ან მოგვწეროთ წერილი events@torontomrevli.ca . ტრაპეზიდან შემოსული თანხა ჩაირიცხება ტორონტოში ეკლესიის მშენებლობის ფონდში. 1. კონცერტის ბილეთის ღირებულებაა - $40 CAD 2. ტრაპეზის ბილეთის ღირებულებაში შედის კონცერტის ბილეთის შესაწირიც - $150 CAD. სადღესასწაულო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ New York -ის ქართული კულტურის ცენტრი "ფესვები" სიტყვა „ფესვი“ ძირს, საფუძველს, წარმომავლობას ნიშნავს. ჩვენს ანსამბლს სწორედ ამიტომ დავარქვით ეს სახელი, რომ გვახსოვდეს, ვინ ვართ და საიდან მოვდივართ. 2001 წელს ვანო გოდერძიშვილმა და შორენა ბარბაქაძემ დააარსეს ცეკვის წრე სამოყვარულო დონეზე, სულ რამდენიმე წელიწადში გაიზარდა, გაძლიერდა და ახლა გახლავთ უდიდესი კულტურის ცენტრი „ფესვები“, რომლის მიზანია ქართული კულტურის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ, ქართული გენის, სულის, ჯიშის შენარჩუნება. ცენტრში ფუნქციონერობს ქართული ცეკვის, სიმღერის ქართული ენისა და ლიტერატურის, ჭადრაკის , ხატვის, და საგუნდო სიმღერების შემსწავლელი წრეები. საქველმოქმედო კონცერტებიდან დაწყებული სხვადასხვა ქვეყნებში გასტროლებით დამთავრებული „ფესვები“ დაუღალავად მუშაობს, იღწვის, იხვეჭს სახელს და სიყვარულს. ჩვენს მერცხალა გოგო-ბიჭებს უკვე ქუჩაში გამცლელი სხვადასხვა ეროვნების ხალხიც კი სცნობს - ეს არის უმაღლესი ჯილდო, აღიარება და დაფასება ჩვენ მიერ გაწეული მუშაობისა.
იმედით ვუყურებთ მომავალს და ჩვენ აუცილებლად დავრუნდებით. New Jersey - ს ქორეოგრაფიული ანსამბლი "იბერიელები" ნიუჯერსის შტატ ქალაქ მეინვილში წმინდა გრიგოლ ხანძთელის ეკლესიასთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი იბერიელები ანსამბლის ხელმძღვანელი და მთავარი ქორეოგრაფი: გოჩა მაღლაკელიძე. ანსამბლი იბერიელები დაარსდა 2014 მეტ წელს ქართველი ემიგრანტი ქალბატონის ნათია თანიაშვილის ხელმძღვანელობით რომელ ინიციატივასაც მაქსიმალური მხარდაჭერა გამოუცხადეს ამერიკაში კერძოდ ნიუჯერსის შტატში მცხოვრებმა ქართველებმა და ანსამბლმა იბერიელებმა თავდაუზოგავი შრომის შედეგად ქორეოგრაფ გოჩა მაღლაკელიძის ხელმძღვანელობით მიაღწია ძალიან ბევრ წარმატებას 2018წ. ბატონი გოჩა მაღლაკელიძე და ანსაბლი იბერიელები მადლობას უხადიან ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსს, მეუფე საბას თანადგომისთვის , ამერიკის საკონსულოს და გენერალურ კონსულს , ქალბატონ დიანა ჟღენტს, პატივცემულ მშობლებს, ბაგრატიონის საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელს და ფონდის პრეზიდენტს , ქალბატონ დიანა ბაგრატიონს. ასევე დიდი სიყვარულით ნიუჯერსის შტატიდან ანსამბლი იბერიელები და ქორეოგრაფი გოჩა მაღლაკელიძე დიდ მადლობას უხდის კანადაში კერძოდ ტორონტოში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს მამა თომას წინამძღოლობით ამ უდიდესი და ისტორიული დღის ორგანიზებისთვის კონცერტზე მოწვევისთვის რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ქართველი ემიგრანტების და ჩვენი მომავალი თაობების ერთობისათვის რათა გავძლიერდეთ უფალში და მამულის სიყვარულში. Toronto - ს ეკლესიასთან არსებული ანსამბლი "ივერიონი" ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერის შემსრულებლები: შალვა და გაბრიელ მახარაშვილები მომღერალი, მუსიკოსი და პედაგოგი შალვა (ბაჩი) მახარაშვილი და მისი მეუღლე მომღერალი, პედაგოგი და მუსიკათმცოდნე ანდრეა კუზმიჩი ეწევიან პედაგოგიურ მოღვაწეობას კანადაში ქართული პოლიფონიური სიმღერების გავრცელებაში. მათი ოჯახური ანსამბლი, რომლის წევრებიც არიან მათი შვილები ლუკა მახარაშვილი და გაბრიელ მახარაშვილი, ხშირად მართავს კონცერტებს, აწყობს ვორკშოპებს და ასწავლიან კანადელებს ქართულ ხალხურ სიმღერებს. ოჯახური ანსამბლის გარდა მათ ასევე ჩამოაყალიბეს ტრიო "ზარი" და "გაბოს ტრიო". შალვა მახარაშვილი ტორონტოში ქართული ეკლესიის დაარსების დღიდან გალობდა ჩვენი ეკლესიის გუნდში და აგრეთვე ეკლესიისთან არსებულ საკვირაო სკოლის ბავშვებს ქართული ხალხური სიმღერების გაკვეთილებს უტარებდა. შალვა მახარაშვილი ფასდაუდებელ შრომას ეწევა და დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული ხალხური სიმღერების პოპულარიზაციაში და გავრცელებაში. უჩა აბულაძე მომღერალი უჩა აბულაძე, ჩვენი ქართული ემიგრაციის საამაყო წარმომადგენელი, 2 წლის წინ გადმოვიდა საცხოვრებლად კანადაში. უჩა აბულაძე გახლავთ ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის მუსიკალური სკოლის და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის კურსდამთავრებული, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი, იტალიის ოსიმოს ლირიკული აკადემიის და მილანის მუსიკალური სკოლის კურსდამთავრებული. ასევე ბატონი უჩა აბულაძე იმყოფებოდა ზარაგოზა, ესპანეთში სადაც მან ცნობილ ესპანელ ოპერის მომღერალ მონსერატ კაბალიესთან გაიარა მასტერი კლასები. გვინდა აღვნიშნოთ რომ ბატონი უჩა აბულაძე წარმატებით გამოდიოდა ჰოლანდიის, იტალიის და გერმანიის მაყურებლის წინაშე თავის ძმასთან, მსოფლიოში ცნობილ ბარიტონ გოჩა აბულაძესთან ერთად, რომელიც დღეს გერმანიის მაგდებურგის ოპერის წამყვანი სოლისტია. ჩვენ ვამაყობთ, რომ ასეთი დიდი ნიჭის ქართველი მომღერალი დღეს ჩვენი დიასპორის ღირსეული წარმომადგენელია. დიანა ირემაშვილი და გუნდი "ალილო" დიანა ერემაშვილი მომღერალი, პროფესიით ჟურნალისტი, 20 წელიწადზე მეტია რაც სამშობლო დატოვა და ამერიკის კონტინენტზე დასახლდა. ყოველწლიურად მართავს ქართული მუსიკის კონცერტებს თავის დასთან მადონა ირემაშვილთან, რათა გააცნოს კანადელებს და ამერიკელებს ქართული სიმღერის ლამაზი ჰანგები. დიანა ირემაშვილის რეპერტუარი შედგება ძირითად რომანსების და ქალაქური სიმღერებისგან. დიანა ირემაშვილი ნიუ იორკში ცხოვრების დროს გალობდა ნიუ იურკის წმინდა ნინოს ეკლესიის გუნდში მისი დაარსების პირველივე დღიდან. კანადაში გადმოსვლის შემდეგ 2004 წლიდან ჩამოაყალიბდა დიანა ირემაშვილის ოჯახური გუნდი "ალილო" რომლის წევრებიც გახლავთ მისი მეუღლე ალ ხაკიმოვი და მისი შვილები სანდრო და მიკა ხაკიმოვები, რომლებიც ასრულებენ ქართულ ხალხურ სიმღერებს. 2017 წელს საქართველოს დიასპორის სამინისტრომ დააჯილდოვა გუნდი "ალილო" როგორც საზღვარგარეთ მოღვაწე საუკეთესო საოჯახო გუნდი. |