ტროპარი: სიყრმითგან ფრთოვან ქმნილმან, სათნოებითა წარმართე ყოველი ცხოვრება შენი, ღმერთ შემოსილო, და სასწაულთა, ღმრთისა მიერ მოცემულთა, ივღწიდ ქართველთა ერსა, ვინაცა მხედველნი შენ შორის მადლთა სულიერთა, ვადიდებთ შემოქმედსა, ღირსო შიო, და აწ ძვალნი შენნი შიშველნი, მღვიმით ქვეშე ქვეყანით, ფრთე მაღლობით აღმოიწევის სიმაღლედ, მეოხად მორწმუნეთა და კურნებად სულთა ჩვენთა. კონდაკი: ცხოვრება შენი ღმრთის-მსახურებით წარმართე, და ჯვრისა აღმღებელმან, დაუტევე ყოველივე სოფლისა, უდაბნოსა შეუნიერებაო შიო, ვინა ვითარცა ცხოველსა გხადით ერი ქართველთა, და ნაწილთა შენთა მღვიმით აღმოსრულთა სურვილით შევიტკბობთ, მამაო, ნუ დააცადებ ოხასა ჩუენ-თვის. ღირსი შიო მღვიმელი დაიბადა ანტიოქიაში. 20 წლისა განთქმული მეუდაბნოის იოანეს მოწაფე გახდა, თავისი ქონება გლახაკებს და მონასტრებს დაურიგა და ბერად აღიკვეცა. VI საუკუნის შუა წლებში იოანე თავის მოწაფეებთან ერთად საქართველოში მოვიდა. ცხოვრობდნენ მცხეთაში, შემდეგ ზედაზნის მთაზე. 4 წლის შემდებ შიო მღვიმელი გამოეყო ძმობას და სარკინეს მთაზე დააარსა შიომღვიმის მონასტერი. თავდაპირველად შიო მღვიმელი ცხოვრობდა მცირე გამოქვაბულში, რომელიც დაახლოებით IX საუკუნეში ეკლესიად უქცევიათ, მონასტერი შიო მღვიმელის დროსვე იქცა მსხვილ ორგანიზაციად. მისივე ინიციატივით აქ ააგეს პირველი ეკლესია იოანე ნათლისმცემლის სახელობისა. სიცოცხლის უკანასკნელი წლები შიო მღვიმელმა გაატარა განმარტოებით, 12 მ სიღრმის მღვიმეში , ანდერძის თანახმად, იქვე დაკრძალეს. შიო მღვიმელის ცხოვრების ამსახველი თხზულება შემონახულია ორი რედაქციით: მოკლე (გამოკრეფილია არსენ II კათოლიკოსის ვრცელი თხზულებიდან „იოანე ზედაზნელის და მისი მოწაფეების ცხოვრება“, X საუკუნის II ნახევარი) და მისი მეტაფრასი (XII ს.). |
სიახლეები >