საკვირაო სკოლა


ქრისტესმიერნო ძმანო და დანო,

ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიასთან ტორონტოში ჩამოყალიბებულია ბავშვთა საკვირაო სკოლა. მოწაფეები შეისწავლიან: ქართულ ენას, ისტორიასა და ქართულ ხალხურ სიმღერებს, ქართულ ხალხურ ცეკვას. მიიღებიან 6 წლიდან ასაკის ბავშვები. გაკვეთილები ჩატარდება კვირაობით, წირვის დასრულების შემდეგ ეკლესიაში. სასწავლო მასალა მომზადებულია საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისათვის.


საშობაო კონცერტი ტორონტოში





საკვირაო სკოლაში ასევე ტარდება გალობის გაკვეთილები, რომელსაც ქართული ხალცხური სიმღერის და გალობის ოსტატი შალვა მახარაშვილი უძღვება. 

გალობის პირველი გაკვეთილი

 


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე  school@torontomrevli.ca and school@georgianchurch.ca