19 ოქტომბერი ხსენება წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა თომასი (I). წმიდა მოციქული თომა, მარჩბივად (ტყუპისცალად, ბერძნულად - დიდიმად) წოდებული, დაიბადაგალილეის ქალაქ პანეადაში, რომელსაც შემდეგში ჰეროდეს ძემ - ფილიპემ რომის იმპერატორის ტიბერიუსისპატივად კესარია უწოდა (ფილიპეს კესარია). ეს ქალაქი მდებარეობდა ერმონის მთის ძირას, მდინარე იორდანესაღმოსავლეთ სათავეში, იქ, სადაც მთავრდებოდა ნეფთალემის ტომის სამკვიდრებელი. როცა უფალი ჩვენი ქრისტე ამქვეყნად ადამიანთა შორის საზოგადო მსახურებისას გალილეა-იუდეისქალაქებსა თუ დაბა-სოფლებს მოვვლიდა, ასწავლიდა რა ერს და განკურნავდა რა ყოველგვარ სნეულებათ, თომამაც მოისმინა მისი ღვთებრივი ქადაგება და იხილა საკვირველი სასწაულები. ამის გამო იგი მთელი არსებითმიეკრა უფალს და აღარასოდეს მოსცილებია. სხვა უახლოეს მოწაფეებთან ერთად, თომაც დასტკბებოდა იესოქრისტეს სიტყვებით და მისი ყოვლად წმიდა პირისახის ჭვრეტით, იგიც განუყრელად დაჰყვებოდა უფალს დაღირს-იქმნა თორმეტ მოციქულს შორის შერაცხილიყო. იგიც თვითმხილველი მოწმე იყო უფლის ყველაქვეყნიური საქმისა, მისი ჯვარზე ვნებისა და ნებაყოფლობითი სიკვდილისა. იესო ქრისტეს მკვდრეთითაღდგომის შემდეგ წმიდა თომამ, თავისი დაუჯერებლობით სხვა მოციქულთა სიტყვებისა, კიდევ უფროგააძლიერა ეკლესიის რწმენა უფლის მკვდრეთით აღდგომაში. რამეთუ როცა ქრისტეს სხვა მოწაფეებიეუბნებოდნენ - „ვიხილეთ ჩვენ უფალი“-ო, თომას არ უნდოდა ამის დაჯერება და ასე ეუბნებოდა მოციქულებს: - „უკეთუ არა ვიხილო ხელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაი და დავსხენთითნი ჩემნი ადგილსა მას სამსჭვალთასა და დავსდვა ხელი ჩემი გვერდსამისსა, არასადა მრმწმენეს“ (იოანე 20, 25). იმდენად დიდია უფალ იესოქრისტეს მკვდრეთით აღდგომის საიდუმლო, რომ თომას ეს „ურწმუნოებაც“საღმრთო განგებულებით იყო დაშვებული, რათა ჩვენ ყველას ღრმად დაშეუეჭვებლად გვერწმუნა უფლის ადამიანური ბუნების მკვდრეთითაღდგომა და ამ ადამიანური ბუნების ზეცად ამაღლება და მამის მარჯვენითდაჯდომა სამარადისოდ. ამ საღმრთო საიდუმლოს დასტურად, რითაცყოველ ადამიანს მოენიჭა განღმრთობის და ზეცად დაბრუნებისშესაძლებლობა, რვა დღის შემდეგ თავისი ბრწყინვალე მკვდრეთითაღდგომიდან, უფალი კვლავ გამოეცხადა თავის მოწაფეებს, რომელთაშორის ამჯერად თომაც იყო და უთხრა მათ: - „მოყვენ თითნი შენნი და იხილენ ხელნი ჩემნი და მოიღე ხელი შენი დადამდევ გვერდსა ჩემსა, და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ!“ (იოანე20, 27). მაშინ, მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს დანახვაზე, როცა მისცხოველმყოფელ გვერდსაც შეეხო და ხელსაც, თომამ შეჰღაღადა: - „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“ (იქვე, მუხლი 28). ეს მოვლენა ცხადზე უცხადესაც გვარწმუნებსჩვენ ყველას უფალ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის ჭეშმარიტებაში, რამეთუიგი თავის მოწაფეებს აჩრდილივით კი არ გამოეცხადა და არც სხვა რამ სხეულით,არამედ სწორედ იმ სხეულით, რომლითაც ჯვარზე ევნო ჩვენი ხსნისათვის. უფლის ზეცად ამაღლებისა და მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლისშემდეგ, მათ, როგორც ცნობილია, წილი ჰყარეს, თუ ვის რომელ ქვეყანაში ექადაგაღვთის სიტყვა. წმიდა თომას წილად ინდოეთი შეხვდა, რათა აზიის ამ შორეულმხარეში განენათლებინა წარმართობით დაბნელებული პართიელები დამიდიელები, სპარსელები და გირკანელნი, ბაქტრიელები და ბრაჰმანები დაინდოეთის ყველა უშორესი კუთხის მკვიდრნი (ძველად ინდოეთს უწოდებდნენსამხრეთ აზიის ყველა ქვეყანას, საკუთრივ დღევანდელი ინდოეთის ჩათვლით). თომა ძალზე წუხდა, რომ ესოდენ შორეულ ქვეყნებში და ველურ ხალხებთანუხდებოდა წასვლა, მაგრამ ჩვენებაში მას უფალი გამოეცხადა, განამტკიცა დაუბრძანა, ყოველთვის მხნედ იყავი და ნურაფრის გეშინის, რადგან მეც მარადისშენთან ვიქნებიო. მალე თომამ ისიც შეიტყო უფლისაგან, თუ როგორ უნდამიეღწია ამ ქვეყნამდე... იმავე ხანებში შემდეგი მოვლენა მოხდა: ინდოეთის მეფემ გუნდაფორმა დიდი, ბრწყინვალე სასახლის აშენება ისურვათავისთვის და ერთ-ერთი ვაჭარი, სახელად ავანი, პალესტინაში გაგზავნა - წადი იქ და ისეთი გამოცდილიხელოვანი ხუროთმოძღვარი მომინახე, ვისაც შეეძლება რომის იმპერატორთა მსგავსი სრა-სასახლე ამიგოსო. სწორედ ამ ვაჭარ ავანთან ერთად გაგზავნა უფალმა თავისი მოციქული: როცა ავანი პალესტინაში ხელოვანხუროთმოძღვარს ეძებდა, მას თომა შეხვდა და უთხრა, მე სამშენებლო ხელოვნებაში დიდად გამოცდილი კაცივარო. ავანმაც მაშინვე დაიქირავა იგი, ხომალდზე აიყვანა, და მალე, ზურგის ქარის ამოვარდნისთანავე, ისინიინდოეთისაკენ გაემგზავრნენ. რამდენიმე დღის შემდეგ ერთ-ერთი ქალაქის ნავთსაყუდელს მიადგნენ, სადაც მეფის ასულის ქორწილი იყო დამეფე განურჩევლად ყველას იწვევდა ქორწილში. ავანი და თომაც მივიდნენ საქორწინო ნადიმზე. აქ თომამ ერთ-ერთ მის შეურაცხმყოფელს ღვთისგან სასჯელი უწინასწარმეტყველა. ეს წინასწარმეტყელება საოცარი სიზუსტითაღსრულდა იმავე დღეს, რამაც ხალხს შიშის ზარი დასცა. მეფესაც აუწყეს მომხდარის შესახებ. მეფემ თავისთანმოუწოდა თომას და უთხრა: - შემოდი ჩემს სასახლეში და აკურთხე დღეს გათხოვილი ჩემი ასული! მოციქულიც შევიდა სასახლეში და კეთილკრძალულებაში დაუწყო დამოძღვრა ახლად დაქორწინებულთ - დაიმარხეთ ქალწულება, შეურყვნელად შეინახეთ უმაკოება და ასეთი ხვედრი ბევრად უმჯობესი იქნებათქვენთვისო. ბოლოს ილოცა ქალ-ვაჟისათვის, აკურთხა ისინი და განეშორა. ძილში ახლადდაქროწინებულებმაიესო ქრისტე იხილეს, რომელიც თომას სახით გამოეცხადა მათ და სიყვარულით იკრავდა გულში. მეფის ასულისქმარმა, რაკი იფიქრა თომა დაბრუნებულაო, ჰკითხა: - შენ ყველაზე ადრე გახვედი ჩვენგან, როგორღა აღმოჩნდი ისევ აქ? უფალმა კი მოუგო: - მე თომა კი არა, მისი ძმა ვარ! და ყველა, ვინც უარყოფს ამა ქვეყანას და მე გამომყვება თომასავით, მხოლოდ ჩემიძმა კი არ იქნება მომავალ დაუსრულებელ ცხოვრებაში, არამედ ჩემი მემკვიდრეც, რადგან მთელს ჩემსსამეუფოსაც დაიმკვიდრებს! ჰოდა, თქვენც, შვილნო ჩემნო, ნუ დაივიწყებთ ყოველივე ამას, რაც ჩემმა ძმამ თომამგირჩიათ. და თუკი მისი რჩევისამებრ უმანკოდ დაიმარხავთ თქვენს ქალწულებას, მაშინ უხრწნელიგვირგვინების მიღების ღირსნი გახდებით ჩემს ზეციურ სრა-სასახლეში! (ქალწულების და უქორწინებელი ცხოვრების ამგვარი განდიდება სულაც არ მოწმობს იმას, თითქოს ცოლ-ქმრული ცხოვრებით შეუძლებელი იყოს ადამიანთა ხსნა. მაგრამ ეკლესიის ძველი წმიდა მამების სწავლებით, ქალწულების დამმარხველნი უმაღლეს საზღაურს მიიღებენ ცათა სასუფეველში, რასაც იოანეს გამოცხადებაცმოწმობს (14, 1-5). ამიტომაც ყოვლის წინასწარმხედველი უფალი, რომელმაც უწყის ამ ახალდაქორწინებულთასულიერი ძალები, მოუწოდებს კიდეც მათ ქალწულებრივი ცხოვრებისაკენ, რათა მთელი ცხოვრება ღმერთისსამსახურს მიუძღვნან. აღსანიშნავია, რომ ბერძნულენოვანი დედნის ამ ადგილას თომას ცხოვრებისა, უფალიიმასაც ეუბნება ქალ-ვაჟს, რომ თუკი ისინი შვილებს გააჩენენ, ისინი სნეულნი, ბოროტნი და უბედურნიიქნებიანო.) ამის თქმაზე უფალი უხილავი გახდა; მათ კი, ძილისაგან აღდგომილებმა, ერთმანეთს აუწყეს სიზმრისეულჩვენებაში ნახული. როცა მიხვდნენ, რომ ერთი და იგივე უნახავთ, წამოდგნენ და მთელი ღამის განმავლობაშიგულმოდგინედ ლოცულობდნენ ღვთის წინაშე, ხოლო უფლისაგან მოსმენილი სიტყვები ღრმად დაიმარხესგულში, როგორც ძვირფასი მარგალიტები. დილით მეფე შევიდა ახალდაქორწინებულთა საძილე ოთახში და ერთმანეთისაგან მოშორებით მსხდომნი ნახაისინი. გაკვირვებულმა იკითხა, რატომ ხართ ასე მოშორებულნი ერთმანეთსო. მათ კი პასუხად მიუგეს: - ჩვენ ვლოცულობთ და ვევედრებით ღმერთს ძალა მოგვანიჭოს იმისთვის, რომ სიცოცხლის ბოლომდეშევძლოთ სრული კეთილკრძალულების დამარხვა, როგორც ახლა ვინარჩუნებთ, რათა ზეციურ სასახლეშივიქნათ შემკულნი უხრწნელი გვირგვინებით. ასე აღგვითქვა ჩვენ უფალმა, რომელიც აქ გამოგვეცხადა! მაშინ მეფე მიხვდა, რომ უმანკოების დაცვა მათ სწორედ იმ უცხო კაცმა ჩააგონა, რომელიც გუშინ იყო სასახლეში.ამის გამო ხელმწიფე განრისხდა და მაშინვე გაგზავნა მსახურნი, რათა შეეპყროთ თომა და მასთან მიეყვანათ.მაგრამ ისინი ამაოდ დაეძებდნენ წმიდა მოციქულს, რადგან იგი ავანთან ერთად უკვე ხომალდზე ასულიყო დაინდოეთისაკენ გამგზავრებულიყო... ინდოეთს ჩასულნი, ისინი მეფე გუნდაფორს წარუდგნენ და ვაჭარმა ავანმაც უთხრა ხელმწიფეს: - აი, მეფეო, მოგიყვანე კიდევ პალესტინიდან ხელოვანი ხუროთმოძღვარი! იგი აგიგებთ თქვენ სრა-სასახლეებს, როგორიც თქვენს უდიდებულესობას მოენებება! მეფეს გაუხარდა და ის ადგილიც უჩვენა თომას, სადაც სასახლის აგება სურდა, მისი ზომებიც განუსაზღვრა დადიდძალი ოქრო მისცა მშენებლობისთვის, თვითონ კი სადღაც გაემგზავრა. როცა მეფისგან ესოდენი ოქრო მიიღო, თომამ ღარიბ-გლახაკთათვის დაიწყო მისი დარიგება, ამასთან, დაუღალავად დაშვრებოდა სახარების ქადაგებაში, მრავალთ მოაქცევდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და წმიდანათელსაც სცემდა მათ სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმიდისა. ამასობაში იმ ჭაბუკმა, რომელმაც თავის ახლადშერთულ მეფის ასულთან ერთად წმიდა მოციქულის რჩევით,აღთქმა დადო უმანკოება დაემარხა, შეიტყო, რომ თომა ინდოეთში ქადაგებდა ქრისტეს და მეუღლითურთჩამოვიდა მასთან. წმიდა თომამ ჭეშმარიტ სარწმუნოებაში დამოძღვრა ისინი და წმიდა ნათელიც სცა. ნათლობისსახელად ქალიშვილმა პელაგია მიიღო და შემდგომში თავისი უმანკო სისხლიც დაღვარა ქრისტეს რწმენისათვის,ჭაბუკს კი ნათლობის სახელად დიონისე ეწოდა და შემდგომში ეპისკოპოსის წოდების ღირსიც გახდა.მოციქულისაგან კურთხევის მიღების შემდეგ ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ, სადაც ღვთის სახელის დიდებასგანავრცელებდნენ, მრავალ ურწმუნოს მოაქვევდნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და ქრისტეს ეკლესიებსაცაფუძნებდნენ ქალაქებსა თუ დაბა-სოფლებში... რამდენიმე წლის შემდეგ ინდოეთის მეფემ მსახურნი გააგზავნა წმიდა თომა მოციქულთან, რათა შეეტყო მალედასრულდებოდა თუ არა სამეფო სასახლის აგება. მანაც დააბარა მსახურთ, გადაეცათ ხელმწიფისთვის, რომმხოლოდ სახურავის დადგმაღა იყო დარჩენილი. მეფეს ძალზე გაუხარდა, რადგან ეგონა, თომა მართლაცდიდებულ სასახლეს უშენებდა ამქვეყნად. ამიტომ კიდევ გამოუგზავნა დიდძალი ოქრო და უბრძანა, რაცშეიძლება სწრაფად დაესრულებინა სასახლის მშენებლობა და უმშვენიერესი სახურავი დაედგა მისთვის. როცა თომამ კვლავ მიიღო მეფისაგან დიდძალი ოქრო, თვალნი და ხელნი ზე-აღაპყრო ცისკენ და მადლობაშესწირა ღმერთს: - გმადლობ შენ, კაცთმოყვარეო უფალო, რამეთუ სხვადასხვა საშუალებებით განაგებ კაცთა ხსნას! და მიღებული ოქრო კვლავ იმათ დაურიგა, ვინც შემწეობის სათხოვნელად მიდიოდა მასთან, თვითონ კი კვლავგულმოდგინედ განაგრძობდა ღვთის სიტყვის ქადაგებას. რამდენიმე ხნის შემდეგ მეფემ შეიტყო, რომ თომას,თურმე, ჯერ არც დაუწყია მშენებლობა და რომ მთელი ოქროც ღარიბ-გლახაკთათვის დაურიგებია; რომ იგიხელმწიფის ბრძანების აღსრულებაზე კი არ ფიქრობს, არამედ ქალაქებსა თუ დაბა-სოფლებში დადის, რომელიღაც ახალ ღმერთს უქადაგებს ადამიანებს და მრავალ სასწაულსაც აღასრულებს. ამის გამო მეფე დიდადგანრისხდა და უმალვე მსახურნი გაგზავნა მოციქულის შესაპყრობად. და როცა იგი მეფეს მიჰგვარეს, ამუკანასკნელმა ჰკითხა: - თუ ააშენე ჩემი პალატნი? წმიდა თომამ მიუგო: - დიახ, ავაშენე, თანაც ყველაზე მშვენიერნი და დიდებულნი! მაშინ მეფემ უთხრა: - აბა, მაშ წავიდეთ და ვნახოთ შენს მიერ აშენებული სასახლე! - ამქვეყნიურ ცხოვრებაში შენ ვერ შესძლებ იმ სასახლის ნახვას! - მიუგო მოციქულმა. - მხოლოდ როცა განეშორებიამა ქვეყანას, მაშინღა შესძლებ მის ხილვას, სიხარულით დასახლდები მასში და სამარადისოდ იცხოვრებ იქ! მეფემ იფიქრა, დამცინისო და შეურაცხყოფად მიიღო თომას სიტყვები. ამიტომ ბრძანა იგიც და მისი ჩამომყვანიდიდვაჭარი ავანიც საპყრობილეში ჩაეგდოთ, სადაც ორივე ტანჯვა-წამებით სიკვდილის მოლოდინში უნდავნებულიყო. მეფეს განზრახული ჰქონდა ოთხში ამოეღო ისინი, ანუ ცოცხლად გაეტყავებინა და შემდეგ კოცონზედაეწვა. საპყრობილეში ყოფნისას ავანმა უსაყვედურა მოციქულს და უთხრა: - შენ მეც მომატყუე და მეფეც გააწბილე, როცა ხუროთმოძღვრად გაგვაცანი თავი. და აი, ახლა შენ უსარგებლოდდაგიხარჯავს მეფის ოქრო და ჩემი სიცოცხლეც წაგიწყმედია! შენი გულისთვის ვევნები მე, უდანაშაულო კაცი, დასაშინელი სიკვდილითაც უნდა მოვკვდე! მეფე გულსასტიკი კაცია და მოგვაკვდინებს! წმიდა მოციქულმა დაამშვიდა ავანი და შემდეგი სიტყვებით ანუგეშა: - ნუ გეშინია! ჩვენი სიკვდილით დასჯის დრო ჯერ არ დამდგარა! ჩვენ ცოცხალნი დავრჩებით და თავისუფლებიცვიქნებით, მეფე კი დიდ პატივს მოგვაგებს იმ პალატთათვის, რომლებივ მე მისთვის ზეციურ სამეფოში ამიგია! იმავე ღამეს მეფის ძმა მძიმედ დაავადდა, მეფესთან მსახურები გაგზავნა და შეუთვალა: - შენი ურვისაგან მეც დავსევდიანდი, და აი, ახლა ამ სევდისაგან მძიმე სნეულებამ შემიპყრო, რომლისაგანაც აწვკვდები! და მართლაც, სულ მალე ამის შემდეგ მეფის ძმა აღესრულა კიდეც. მეფეს დაავიწყდა უწინდელი წყენა და კიდევუფრო დიდმა მწუხარებამ შეიპყრო: უნუგეშოდ იურვოდა და მწარედ დასტიროდა საყვარელი ძმის სიკვდილს.ხოლო უფლის ანგელოზმა, რომელმაც აღიტაცა მომკვდარის სული, ზეციურ სამკვიდრებელში აღიყვანა იგი,მოატარა ყოველივე და მრავალრიცხოვანი დიდებული, საუცხოოდ ნაგები და ბრწყინვალე სრა-სასახლე აჩვენა, რომლთა ერთი განსაკუთრებით გამორჩეული და ისეთი მშვენიერი იყო, რომ მისი აღწერა ვერ ძალ-ედვაადამიანის ენას. და მაშინ ჰკითხა უფლის ანგელოზმა მომკვდარის სულს: - ამ სასახლეთაგან რომელში ირჩევდი ცხოვრებას? მეფის ძმის სულმა იმ, ყველაზე მშვენიერ სასახლეს შეხედა და მიუგო: - მე რომ ნება დამრთონ თუნდაც რომელიმე კუნჭულში ვიცხოვრო ამ სასახლისა, მეტს არაფერს ვისურვებდი! მაშინ ანგელოზმა უთხრა: - შენ არ ძალგიძს ამ სასახლეში იცხოვრო, რადგან იგი შენს ძმას ეკუთვნის, რომლის ოქროთიც აუგია იგი შენთვისცნობილ უცხოტომელს - თომას! - გევედრები, ბატონო! - მიმართა სულმა უფლის ანგელოზს, - გამიშვი ჩემს ძმასთან, და მე ვიყიდი ამ სასახლესმისგან, რადგან მან ჯერ არ უწყის მისი სიმშვენიერე. და როცა ვიყიდი, მერე კვლავ დამაბრუნე აქ!.. მართლაც, ანგელოზმა დააბრუნა სული სხეულში, და მომკვდარი ძმაც ხელმწიფისა უმალ გაცოცხლდა,თითქოსდა ძილისაგან გამოიღვიძაო. როგორც კი თვალი გაახილა, საოცრად გაკვირვებულ გარშემომყოფთსთხოვა, სად არის ჩემი ძმა, სასწრაფოდ ჩემთან მოვიდესო. ძმის გაცოცხლების ამბავი რომ შეიტყო, მეფემ უზომოდგანიხარა, სასწაფოდ მასთან გაეშურა, და როცა პირისპირ იხილა იგი, ცოცხალი და სრულიად ჯანსაღი, მისსიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მკვდრეთით აღმდგარმა კი ასე მიმართა: - მეფეო! დარწმუნებული ვარ, რომ გიყვარვარ როგორც ღვიძლი ძმა! ვიცი ისიც, რომ უნუგეშოდ დამტიროდი,როცა აქ უსულოდ ვესვენე, და შესაძლებელი რომ ყოფილიყო ჩემი გათავისუფლება სიკვდილისაგან, შენისამეფოს ნახევარსაც კი გაიღებდი ამისთვის! - დიახ, ეს სრული სიმართლეა! - მიუგო მეფემ. - მაშინ, თუკი ასე გიყვარვარ, - უთხრა ძმამ, - მხოლოდ ერთ საბოძვარს გთხოვ, და გევედრები, უარს ნუ მეტყვი! მეფემ უპასუხა: - ყოველივეს, რაც კი მაბადია ჩემს სახელმწიფოში, შენ გიბოძებ, ჩემს საყვარელ ძმას! - და ფიცითაც დაუდასტურათავისი დაპირება. მაშინ მკვდრეთით აღდგარმა ძმამ სთხოვა: - მომეცი მე შენი სასახლე, რომელიც ცათა შინა გაქვს, და მისი სანაცვლოდ მთელი ჩემი ქონება მიიღე! ამ სიტყვების გაგონებაზე მეფე გაოგნდა და დიდხანს უსიტყვოდ იდგა, რადგან გაკვირვებისაგან მეტყველებისუნარიც კი წაერთვა. ბოლოს კი ესღა თქვა: - საიდან უნდა მქონდეს მე ცათა შინა სასახლე?! - ჭეშმარიტად, რომ გაქვს! - წამოიძახა ძმამ. - შენ ნამდვილად გაქვს ცათა შინა ისეთი სასახლე, რომლის შესახებაცარაფერი უწყი და როგორიც არასოდეს გინახავს ამ მზისქვეშეთში! ეს სასახლე შენთვის თომამ ააგო, რომელიცსაპყრობილეში ჩაგიგდია და სასიკვდილოდ გაგიწირავს! მე ვნახე ეს სასახლე და გაოცებული დავრჩი მისიენითუთქმელი სიმშვენიერითა და დიდებულებით. მე ვითხოვე, თუნდაც მის რომელიმე კუნჭულშიდამასახლეთ-მეთქი, მაგრამ ამის ნება არ მომცეს, რამეთუ ჩემმა წინამძღვარმა ანგელოზმა მითხრა: - შენთვის შეუძლებელია აქ ცხოვრება, რადგან ეს სასახლე შენს ძმას ეკუთვნის, რომელსაც იგი შენთვის ცნობილმათომამ აუგოო. და მე ვევედრე ანგელოზს, გამოვეშვი შენთან, რათა მეყიდა შენგან სასახლე. და აი, ახლა შენს წინაშე ვარ დაგევედრები: თუკი გიყვარვარ, მომყიდე შენი ზეციური სასახლე და მის სანაცვლოდ მთელი ჩემი ქონება-სამკვიდრებელი მიიღე! მაშინ მეფემ დიდად განიხარა ყველაფრის გამო - ძმის ამქვეყნად მობრუნებისთვისაც და იმ სასახლისთვისაც,რომელიც მისთვის, თურმე, უცხოტომელ თომას აუგია. ამიტომ ასე უთხრა მკვდრეთით აღმდგარ ძმას: - საყვარელო ძმაო! მე დავიფიცე, რომ არაფრისთვის გეტყოდი უარს, რაც ამქვეყნად ჩემს ხელმწიფებასექვემდებარება. მაგრამ არ აღმიქვია შენთვის ის სასახლე, რომელიც ზეცაში ყოფილა აგებული. ამიტომ თუკი ასეგსურს, შეგიძლია მიიღო ის ხუროთმოძღვარი, რომელიც ჩვენ გვყავს და რომელსაც ძალუძს შენთვისაც ააგოსასეთივე სასახლე! თქვა ეს და უმალვე საპყრობილეში გაგზავნა მსახურნი, რათა წმიდა თომა და მისი ჩამომყვანი ვაჭარი ავანიხელმწიფისათვის მიეგვარათ. და როცა ისინი მოიყვანეს, მეფე სასწრაფოდ შეეგება მოციქულს და ფერხთშეუვრდა ვედრებით, შემინდე ჩემი ცოდვა შენს წინააღმდეგ, რადგან არ ვუწყოდი, რას ვიქმოდიო. წმიდა მოციქულმა თომამ კი მადლობა შესწირა უფალ ღმერთს ასეთი წყალობისათვის და ორივე ძმისდამოძღვრა დაიწყო ჭეშმარიტ სარწმუნოებაში. ისინი გულმხურვალედ იღებდნენ მოციქულის სიტყვებს დაგანათლდებოდნენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს რწმენით. მალე თომამ წმიდა ნათელიც სცა მათ და ასწავლაქრისტიანული ცხოვრება, ძმებმა კი მრავალრიცხოვან წყალობათა გაღებით საუკუნო სამკვიდრებელი შეიძინესცათა შინა. წმიდა მოციქულმა თომამ ერთხანს მეფესთან და მის ძმასთან დაჰყო, განამტკიცა ისინი წმიდა რწმენაში, და შემდეგკი გარემო ქალაქებსა და დაბა-სოფლებში გაემართა ღვთის სიტყვის საქადაგებლად და ქმედითადაც იღვწოდაადამიანთა ხსნისათვის. და იმ დროს, როცა თომა მოციქული სახარების ქადაგენით ინდოეთის ქვეყნებს განანათლებდა, დადგა ჟამიცყოვლადწმიდა ღვთისმშობლის აღსრულებისა, და უფლის ყველა მოციქული სხვადასხვა ქვეყნებიდანსულიწმიდის მიერ იქნა ზეცად აღტაცებულნი და ერთ წამზედ გეთსიმანიის ბაღში გადმოყვანილნიყოვლადკურთხეული მარადის ქალწული მარიამის სარეცელთან (საეკლესიო გადმოცემით, ეს მოხდა მე-15 წელსუფლის ზეცად ამაღლებიდან), ანუ 48 წელს ქრისტეს შობიდან, როცა ღვთისმშობელი 64 წლისა იყო. მაშინ თომაინდოეთში მყოფი მოციქულიც იქმნა აღტაცებული ზეცად სულიწმიდის მიერ და გადმოყვანილი იერუსალიმში,მაგრამ მან მაინც ვერ ჩამოუსწრო ღვთისმშობლის წმიდა სხეულის დაკრძალვას. ეს საღმრთო განგებულებითაღსრულდა იმისთვის, რომ მორწმუნენი ცხადლივ დარწმუნებულიყვნენ ღვთის დედის ზეცად აყვანაშისხეულითაც. რამეთუ როგორადაც უფალ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომაში ჩვენ კიდევ უფრო მტკიცედდავრწმუნდით სწორედ წმიდა თომა მოციქულის მაშინდელი „ურწმუნოებით“, ასევე ამ შემთხვევაშიც,ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის - მარად ქალწულ მარიამის ზეცად აყვანაც სწორედ თომა მოციქულისდაგვიანების შედეგად შევიტყვეთ. წმიდა თომა ღვთისმშობლის დაკრძალვიდან მხოლოდ მესამე დღეს ჩამოვიდა და დიდად მწუხარებდა იმის გამო,რომ არ იმყოფებოდა გეთსიმანიის ბაღში დაკრძალვის დღეს, რათა სხვა მოციქულებთან ერთად საფლავამდემიეცილებინა უფლის დედის სხეული და ამქვეყნად უკანასკნელად ეხილა მისი ყოვლადნეტარი პირისახე. მაშინწმიდა მოციქულებმა საერთო შეთანხმებით გადაწყვიტეს გაეხსნათ თომასათვის ღვთისმშობლის საფლავი, რათამას ენახა მისი ყოვლადპატიოსანი სხეული, თაყვანი ეცა მისთვის და ნუგეშ-ცემულიყო თავის მწუხარებაში. მაგრამ, აი, როცა საფლავი გახსნეს, ვერაფერი ნახეს იქ ღვთისმშობლის მოსასხამის გარდა. ამით ყველანი მტკიცედდარწმუნდნენ იმაში, რომ დედა ღვთისა, თავისი ღვთაებრივი ძის მსგავსად, მკვდრეთით აღდგა მესამე დღეს დასხეულით იქნა აყვანილი ზეცად, სადაც ჰგიებს აღმატებულად ყოველთა ზეციურ ძალთა ზედა და ილოცავსუფლის წინაშე ჩვენთვის ყველასათვის... ამის შემდეგ წმიდა მოციქული თომა კვლავ ინდოეთის ქვეყანაში გაემართა ღვთის სიტყვის საქადაგებლად დამრავალთ მოაქცევდა იქ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე ნიშებისა და სასწაულების აღსრულებით. ქალაქ მელიაპორშიჩასული (ინდუსტანის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე), იგი იქაურ მცხოვრებთაც განანათლებდასახარების ქადაგებით. აქ მან შემდეგი სასწაულით განამტკიცა ადამიანები ქრისტეს რწმენაში: მელიაპორში, ერთგან, უჩვეულო სიდიდს ხე იდო, რომლის დაძვრაც ადგილიდან არათუ ადამიანებს, ვეებასპილოებსაც კი არ შეეძლოთ. წმიდა თომამ თავისი სარტყელი მოაბა ხეს და ნახევარიოდე საათის სავალზეწაიღო, სადაც უფლის ტაძრის მშენებლობაში გამოსაყენებლად გადასცა. ამის ხილვაზე მორწმუნენი კიდევ უფროგანმტკიცდნენ, ხოლო ურწმუნოთაგან მრავალნი მოიქცნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და მოინათლნენ. წმიდამოციქულმა აქ სხვა სასწაულიც აღასრულა, პირვანდელზე უდიდესი. ერთხელ ვინმე წარმართმა ქურუმმასაკუთარი ძე მოკლა და ბრალი ამაში წმიდა მოციქულს დასდო - თომამ მომიკლა ვაჟიშვილიო. ხალხი ძალზე აღელდა. შეყრილმა ბრბომ შეიპყრო თომა როგორც მკვლელი და ქალაქის სამსჯავროს მოსთხოვატანჯვა-წამებით მოეკვდინებინათ იგი. და რაკი არავინ აღმოჩნდა ისეთი, ვინც დაუდასტურებდა მისუდანაშაულობას, წმიდა მოციქულმა თომამ თავად მიმართა მსაჯულსაც და ხალხსაც შემდეგი თხოვნით: - გევედრებით, გამიშვით! მე მივალ მოკლულთან, ვკითხავ მოკლულს და ჩემი უფლის სახელით ვათქმევინებ,თუ ვინ მოჰკლა იგი! ყველას გაუკვირდა ეს, და დათანხმდნენ ქურუმის მოკლულ ძესთან გაჰყოლოდნენ. როცა იქ მივიდნენ, წმიდათომამ თვალები ზეცად აღაპყრო, ილოცა და შემდეგ მოკლულს მიმართა: - ჩემი უფლის - იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, ჭაბუკო, თქვა: ვინ მოგკლა? და მიცვალებულმაც მაშინვე ხმა გასცა: - მამამ ჩემმა მომკლა მე! მაშინ ყველანი დიდად გაოცდნენ და ღაღადი იწყეს: - დიდ არს ღმერთი, რომელსაც თომა ქადაგებს! მოციქული გაათავისუფლეს, წარმართი ქურუმი კი, ამგვარად, თვითონ აღმოჩნდა იმ ორმოში, რომელიცთომასთვის ამოეთხარა. ამ სასწაულის შემდეგ დიდძალი ხალხი მოიქცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და წმიდანათელიც მიიღო მოციქულისაგან. ამის შემდეგ თომა უფრო შორეულ მხარეში, ქალამიდის ქვეყანაში გაეშურა ღვთის სიტყვის საქადაგებლად, სადაცმეფე მუზდი ზეობდა. როცა ქრისტეს რწმენას ახარებდა იქ, მოციქულმა ერთი დედაკაცი მოაქცია, სახელადსინდიკია, რომელიც მეფის რჩეული მეგობრისა და ქვისლის ქარიზეს ცოლის, მიგდონიას ძმისშვილი იყო.სინდიკია მიგდონიასაც შეაგონებდა ჭეშმარიტების შეცნობას და ერთი ღმერთის რწმენას, რომელმაც შეჰქმნამთელი სამყარო და რომელსაც წმიდა თომა ქადაგებდა. მაშინ მიგდონიამ უთხრა სინდიკიას: - მე ვისურვებდი თვითვე მენახა ის კაცი, ჭეშმარიტ ღმერთს რომ ქადაგებს, და მისგან მომესმინა ქრისტესმოძღვრება! სინდიკიამ მიუგო: - თუ ღმერთის მოციქულის ნახვა გსურს, ძველმანები ჩაიცვი, ვითომც უბრალო, ღარიბი დედაკაცი ხარ, რათაარავინ გიცნოს, და მერე მე წამომყევი! მიგდონია ასეც მოიქცა და სინდიკიას გაჰყვა. წმიდა თომა მათ უბრალო და ღარიბ ადამიანთა შორის ნახეს,რომელთაც იგი ღვთის სიტყვას უქადაგებდა. ქალებიც ხალხს შეერივნენ და თომას საუბარს მიუგდეს ყური,რომელიც ბევრს ლაპარაკობდა უფალ იესო ქრისტეზე, ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, სიკვდილზე, განკითხვისდღეზე, გეჰენიის ცეცხლსა და ცათა სასუფეველზე. ყოველივე ამას მიგდონია წრფელი გულით იღებდა დაირწმუნა კიდეც ქრისტე. სახლში დაბრუნებული, იგი სულ მოციქულის სიტყვებზე ფიქრობდა, თავის ძმისშვილსინდიკიასაც სულ ქრისტეზე ელაპარაკებოდა, და ბოლოს უკვე მთელი არსებით შეიყვარა ქრისტე. ამ დროიდანმოყოლებული მიგდონია ყოვლგვარ ურთიერთობას გაურბოდა ურწმუნოებთან, როგორც უფლის მტრებთან,არც ესაუბრებოდა, არც წვეულებაზე მიდიოდა მათთან და, საერთოდ, უარს ამბობდა ყველანარი ამქვეყნიურსიამეზე. მეტიც, მან გადაწყვიტა მეუღლეობრივი თანაცხოვრება შეეწყვიტა ქმართან. ამ გარემოებამ ღრმადდაამწუხრა მისი ქმარი, და რაკი ვერ შესძლო ეიძულებინა მიგდონისათვის გადაწყვეტილების შეცვლა, თვითმეფესთან მივიდა და სთხოვა მუზდის, იქნებ შენმა ცოლმა - ტერტინიამ მოახერხოს მისი დაყოლიებაო (ტერტინიადა მიგდონია ღვიძლი დები იყვნენ). მართლაც, დედოფალი მიგდონიასთან მივიდა და ჰკითხა, რა მიზეზია, რომშენს ქმარს არ ემორჩილებიო. - ის წარმართია, - მიუგო მიგდონიამ, - ღმერთის მტერი, მე კი ერთი ჭეშმარიტი ღმერთის - იესო ქრისტეს მხევალივარ, და არ მსურს, რომ წავიბილწო ურწმუნო და არაწმინდა ადამიანთან თანა-ცხოვრებით! (წმიდა პავლემოციქულის სწავლებით ეს გარემოება ხელს არ უნდა უშლიდეს ქრისტიანი ცოლისა და წარმართი ქმრის (ანდაპირიქით) თანაცხოვრებას (იხ. 1 კორინთ. 7, 12-14), რადგან ქრისტიან მეუღლესთან ცხოვრებით ურწმუნოადამიანი განიწმინდება და შეიძლება მოიქცეს კიდევ. მიგდონია კი თვითვეა მკაცრი საკუთარი თავისადმი დაუფლებაც აქვს ამისა.) ტერტიანემაც, ამის გაგონებაზე, ისურვა შეეტყო, თუ ვინ არის იესო ქრისტე, რომელაც მიგდონია ჭეშმარიტღმერთად ხმობდა. მაშინ მიგდონიამ თომას მთელი ქადაგების შინაარსი მოუთხრო და შეაგონებდა - შენცირწმუნე ჭეშმარიტი ღმერთიო. ტერტიანემაც, რაკი სურდა, უფრო მეტი შეეტყო იესო ქრისტეზე და უმჯობესადდამოძღვრილიყო ჭეშმარიტ სარწმუნოებაში, სთხოვა მაგდონიას, მანახე თომა, რათა თვით მისგან მოვისმინოყველაფერიო. მიგდონიას რჩევით, მან ფარულად გაგზავნა მსახურნი მოციქულთან და თავისთან მოუწოდა.დედოფალთან მოსულ წმიდა თომას ორივე დედაკაცი მხურვალედ ევედრა, ჭეშმარიტ სარწმუნოებაშიდაგვმოძღვრეო. მანაც ქრისტე უქადაგა დებს, რწმენის სინათლით განანათლა, ნათლობის ემბაზშიც განბანა დაღვთის მცნებათა აღსრულება და სათნო ცხოვრება ასწავლა. დედაკაცებმა ღრმად აღიბეჭდეს გულში ყოველივეეს, რაც წმიდა მოციქულისაგან მოისმინეს, და გადაწყვიტეს მთელი ცხოვრება უფლისათვის მიეძღვნათ დამისთვის ემსახურათ სიწმიდითა და უმანკოებით, ისე, რომ არც თავიანთ მეუღლეებთან თანა-ეცხოვრათ, როგორც ურწმუნო ადამიანებთან. წმიდა თომა კი საღმრთო ძალით განაგრძობდა მრავალრიცხოვანი სასწაულების აღსრულებას და ყოველგვარისნეულების განკურნებას. მისი ქადაგების მოსმენით და საკვირველმოქმედების ხილვით ბევრნი მოიქცნენ არამხოლოდ უბრალო მოქალაქეთაგან, არამედ თვით მეფის კარისკაცთაგანაც. მეფის ერთადერთმა ძემაც, სახელადაზანმა, ირწმუნა ქრისტე და წმიდა ნათელიც მიიღო მოციქულისაგან, რამეთუ თავის მოციქულთა მეშვეობითთვით უფალი იესო ქრისტე მოქმედებდა, განამრავლდებდა თავის ეკლესიას და ყველგან განავრცობდა თავისისახელის დიდებას! სასახლეში დაბრუნებული დედოფალი ტერტინია მარხვასა და ლოცვას მიეცა და უარს ეუბნებოდა ქმარსხორციელ თანაცხოვრებაზე. მეფე გაკვირვებული იყო თავისი ცოლის ცხოვრებაში მომხდარი ასეთი ცვლილებითდა ერთხელაც ასე უთხრა მეგობარსა და ქვისლს ქარიზეს: - შენთვის მინდოდა ცოლი დამებრუნებინა და აი, ჩემიც დავკარგე! ესეც ისე მექცევა, როგორც მიგდონია - შენ! ამის გამო მეფემ და ქარიზემ გულდაგულ გამოიკვლიეს მეუღლეთა ასეთი შეცვლის მიზეზი და შეიტყვეს, რომ,თურმე, ვიღაც გადამთიელმა, სახელად თომამ, ქრისტეს რწმენა ასწავლა დედაკაცებს და ჩააგონა მეუღლეობრივითანაცხოვრება შეეწყვიტათ საკუთარ ქმრებთან. ისიც შეიტყვეს, რომ თომას ქადაგებების შედეგად მეფისწულსაც - აზანსაც ურწმუნია ქრისტე, სამეფო კარის ბევრ მსახურსაც და დიდმოხელესაც, უბრალო ხალხში კი ახალირწმენის მიმდევართა რიცხვი ხომ უზომოდ დიდი ყოფილა. ამის გამო მეფეცა და მისი ქვისლიც დიდადგანრისხდნენ და უბრძანეს მსახურთ, შეეპყროთ თომა და საპყრობილეში ჩაეგდოთ. მალე კი მეფის სამსჯავროსწარუდგინეს. ხელმწიფემ ჰკითხა: - ვინა ხარ შენ - მონა თუ თავისუფალი კაცი? თომამ მიუგო: - მე იმის მონა ვარ, ვისზეც შენ არა გაქვს ხელმწიფება! - ვხედავ, რომ მზაკვარი მონა ყოფილხარ! - უთხრა მეფემ. - ალბათ, გამოქცეული საკუთარ ბატონს და ამ ჩვენსმიწა-წყალზე მოსული ხალხის წასახდენად და ჩვენი ცოლების შესაშფოთებლად... მაშ, თქვი, ვინ არის შენიბატონი? - ჩემი ბატონი არის უფალი ცათა და ქვეყნისა! - უპასუხა წმიდა მოციქულმა. - ღმერთი და შემოქმედი ყოველიქმნილებისა. მან წარმომგზავნა აქ თავისი სახელის საქადაგებლად და ადამიანთა მოსაქცევად ჭეშმარიტსარწმუნოებაზე მათი უწინდელი შეცთომილებიდან. მეფე განრისხდა: - შეწყვიტე, შე ცრუ კაცო, მზაკვრული საუბარი და მოისმინე ჩემი ბრძანება: როგორადაც შეაცდინე ჩვენი ცოლებიშენი ცბიერობით და ჩვენზე ხელი ააღებინე, აი, ამგვარადვე ახლა ისევ დაგვიბრუნე მეუღლეები, თორემგანანებთ! რამეთუ თუკი არ იქმ იმას, რომ ჩვენი ცოლები კვლავ უწინდელი სიყვარულითა და ერთობითცხოვრობდნენ ჩვენთან, მაშინ სასტიკი სიკვდილით მოგაკვიდებთ! მეფის მკაცრ სიტყვებზე თომამ მკაცდრადვე მიუგო: - არა ჯერ-არს ქრისტეს მხევლებისათვის მეუღლეობრივი თანაცხოვრებით ჰგიებდნენ უსჯულო ქმრებთან! არაჯერ-არს მორწმუნეთათვის შეგინებულ და შებილწულ იქმნენ უკეთურ ურწმუნოთაგან. ამის გაგონებაზე მეფე მუზდი საშინლად განრისხდა და ბრძანა წმიდა მოციქულის ტანჯვა-წამება დაეწყოთ. ჯერგავარვარებული რკინის დაფები მოიტანეს, რათა თომა ფეხშიშველა შეეყენებინათ მათზე. მაგრამ როგორც კიმოციქულმა ფეხი შედგა მათზე, ანაზადად წყალი გაჩნდა მის ფეხქვეშ და განაგრილა რკინა. შემდეგ იგიგახურებულ ღუმელში შეაგდეს და მთელი ღამე მის მგზნებარე ცეცხლში დატოვეს, მაგრამ მეორე დღეს, როცაღუმელის კარი გააღეს, თომა ცოცხალი და სრულიად უვნებელი გამოვიდა იქიდან. ამ სასწაულებმა ვერ შეაგონეს მეფე და ქარიზე, რომელმაც ასეთი რჩევით მიმართა ხელმწიფეს: - აიძულე მას თაყვანი სცეს და მსხვერპლი შესწიროს ჩვენს „ღმერთს“ - მზეს, რათა ამით განარისხოს თავისიღმერთი, რომელიც აქამდე უვნებლად იცავდა სატანჯველთაგან! მაგრამ როგორც კი წმიდა მოციქული მზის კერპთან მიიყვანეს, იგი მაშინვე ცვილივით გადნა. მორწმუნენიუსაზღვროდ განიხარებდნენ შემოქმედი ღმერთის ასეთი ძლიერების ხილვის გამო, და ურწმუნოთაგანაც დიდისიმრავლე შეეძინებოდა უფალს. კერპის მსახურნი კი ძალზე დრტვინავდნენ თომაზე მათი „ღვთაების“მოსპობისათვის და მეფისაგან მოციქულის მოკვდინებას მოითხოვდნენ. მეფეც საგონებელში იყო ჩავარდნილი დააღარ იცოდა, რა საშუალება მოეფიქრებინა მის დასაღუპად; თუმცა ხალხის ეშინოდა, აგრეთვე თავისიმსახურებისაც და დიდმოხელეებისაც, რომელთაგან უკვე მრავალს ერწმუნა ქრისტე ჭეშმარიტ ღმერთად.
მაშინ მეფემ წაიყვანა თომა და თავის მხედრებთან ერთად ქალაქგარეთ გავიდა.ყველას ეგონა, მეფეს რაღაც სასწაულის ხილვა სურს მოციქულისაგანო. მაგრამხელმწიფემ, როგორც კი ნახევარიოდე საათის სავალით დასცილდნენ ქალაქისგალავანს, ხუთ მხედარს გადასცა თომა და უბრძანა, მთაზე აეყვანათ და იქშუბებით განეგმირათ. თვითონ კი მეზობელ ქალაქ აქსიუმს წავიდა. ამასობაშიმეფისწული აზანი და ერთი სხვა ქრისტიანი, სახელად საფორი, ქალაქიდანგამოსულიყვნენ, მოციქულის კვალდაკვალ წამოსულიყვნენ და ახლა, როცამხედრების ხელში სასიკვდილოდ განწირულს ხედავდნენ, ცხარედდასტიროდნენ მას. მაშინ თომამ ნებართვა სთხოვა მხედრებს ლოცვისაღსრულებისა, და როცა ილოცა, სიფორს მღვდლად დაასხა ხელი, აზანს კიდიაკვნად და უანდერძა, მორწმუნეთა გამრავლებისათვის და ქრისტესეკლესიის განვრცობისათვის ეზრუნათ. ამის შემდეგ მხედრებმა ხუთი შუბითგანგმირეს წმიდა მოციქული თომა. სიფორი და აზანი დიდხანსდასტრიალებდნენ მოძღვარს და შემდეგ დიდი პატივით დაკრძალეს მისიწმიდა სხული (მოციქულის მოწამეობრივი სიკვდილის ადგილს დღესაცუჩვენებენ კალურმინში, ექვსიოდ კილომეტრზე ქალაქ მალიპურიდან, სადაცწმიდა თომა ხშირად განმარტოვდებოდა ხოლმე ლოცვისათვის). დაკრძალვისშემდეგ ისინი დიდხანს ისხდნენ მოციქულის საფლავთან ღრმადდამწუხრებულები. და აი, წმიდა თომა გამოეცხადა მათ ჩვენებაში და უბრძანაქალაქში დაბრუნებულიყვნენ და რწმენაში განემტკიცებინათ ძმები. ისინიცდაბრუნდნენ და, წმიდა თომას ლოცვა-კურთხევით გაძლიერებულნი, წარმატებით განაგებდნენ ქრისტეს ეკლესიას. მეფე მუზდი და ქარიზე დიდხანს ტანჯავდნენ თავიანთ ცოლებს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ და ვერ დაიყოლიესმეუღლეობრივ თანაცხოვრებაზე. და როცა მიხვდნენ, ვეღარ დავიმორჩელებთო, იძულებულნი გახდნენთავისუფალი ცხოვრების ნება მიეცათ მათთვის, რადგან ხედავდნენ, რომ დედეკაცები უმალ სიკვდილსარჩევდნენ, ვიდრე მათთან ცხოვრებას. ასე, რომ ღვთისნიერი დები გათავისუფლდნენ ცოლ-ქმრული ცხოვრებისუღლისაგან და მკაცრ, სათნო ცხოვრებას მიეცნენ: მარადის ლოცულობდნენ, მარხულობდნენ და ერთგულადემსახურებოდნენ უფალს, რითაც უდიდესი სარგებლობა მოჰქონდათ ეკლესიისათვის. რამდენიმე წლის შემდეგ მეფე მუზდის ერთ-ერთი ძე ბოროტი სულისაგან იქმნა შეპყრობილი და მისიგანკურნება ვერავინ შეძლო, რადგან მასში მეტად სასტიკი დემონი დაბუდებულიყო. ხელმწიფე ძალზეშეურვებული იყო თავისი ძის სნეულებით, და რაკი სმენოდა, წმიდა თომას სიცოცხლის ჟამს მრავალი ბოროტისული განუდევნია ადამიანთაგანო, გადაწყვიტა გაეხსნა მისი საფლავი, აეღო მოციქულის ერთი ძვალთაგანი დაყელზე შეება თავისი ვნებული ძისათვის, რათა ამგვარად გაეთავისუფლებინა ეშმაკისმიერ ქენჯნისაგან. და როცაის იყო, დააპირა კიდეც განზრახულის შესრულება, რომ სიზმრისეულ ჩვენებაში წმიდა თომა გამოეცხადა დაუთხრა: - ცოცხალი არ გწამდი, და ახლა მკვრისგან გინდა შეწევნის მიღება? გარნა ნუ დარჩები შენს ურწმუნოებაში, დაუფალიც ჩემი იესო ქრისტე მოწყალე იქნება შენდამი. ამ ჩვენებამ კიდევ უფრო განაძლიერა მეფის სურვილი გაეხსნა მოციქულის საფლავი და განზრახულიშეესრულებინა. მართლაც, გაემართა მეფე მუზდი წმიდა თომას დაკრძალვის ადგილას, გახსნა საფლავი, მაგრამვერაფერი ნახა იქ, რადგან ერთ ქრისტიან კაცს ფარულად აეღო მოციქულის წმიდა ნაწილები და მესოპოტამიაშიგადაესვენებინა შესაფერის ადგილას. მაშინ ხელმწიფემ ერთი მუჭა მიწა აიღო იმ ადგილიდან, ნაჭერში გაახვია დათავის ძეს ჩამოჰკიდა ყელზე. ამასთან, ლოცვა-ვედრებით მიმართავდა უფალს: - უფალო იესო ქრისტე! გევედრები, გენკურნე ჩემი ძე შენი წმიდა მოციქულის თომას ლოცვით! და მაშჲნ მეცგირწმუნებ ჭეშმარიტ ღმერთად! და როგორც კი დაასრულა ამ სიტყვების წარმოთქმა, ეშმაკმა მაშინვე დასტოვა მეფისწული და ყრმაც სრულიადგანიკურნა. მეფე მუზდიმ ამის გამო ირწმუნა ქრისტეს და თავის ყველა დიდებულთან და მსახურთან ერთადწმიდა ნათელიც მიიღო მღვდელ სიფორისაგან. მაშინ უდიდესი სიხარულით აღვისო მორწმუნეთა გულები,რამეთუ კერპები ყველგან დაამხეს და მათი ტაძრებიც დაანგრიეს, ხოლო მათს ადგილას ქრისტიანულიეკლესიები ააგეს. ღვთის სიტყვა ყველგან იქადაგებოდა და ჭეშმარიტი სარწმუნოებაც წმიდა თომა მოციქულისლოცვითი მეოხმყოფელობით მთელს ინდოეთში განმტკიცდებოდა. ნათლობის მიღების შემდეგ მუზდი გულწრფელად ინანიებდა თავის უწინდელ ცოდვებს და ყველასევედრებოდა ლოცვით შეწევნას. სიფორ ხუცესიც ყველა მორწმუნეს მოუწოდებდა, დახმარებოდნენ ხელმწიფეს: - ილოცეთ მეფე მუზდისათვის, რათა მას წყალობით მოხედოს უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ და ყველა ცოდვაცმიუტევოს!.. მართლაც, მთელი ეკლესია ლოცულობდა მეფისათვსი, და მას ცოდვათა შენდობა მოემადლა: მოქცეული მეფეღვთის სათნოდ ცხოვრობდა და დიდად შეეწეოდა ქრისტეს ეკელსიას. ხოლო იმ ადგილას, სადაც წმიდა თომამოციქულის ნაწილები ესვენა, მისი ლოცვით მრავალი სასწაული და საკვირველი კურნება აღესრულებოდა. საეკლესიო მწერლების მოწმობით თომა მოციქულის წმიდა ნაწილები შემდგომში (385 წელს) ქალაქ ედესოშიგადაასვენეს. მაგრამ, როგორც ცნობილია, ინდოეთშიც დარჩა მისი ზოგიერთი ნაწილი. ედესოში ამ წმიდანაწილებზე დიდებული ეკლესიაც ააგეს, სადაც შორეული ქვეყნებიდანაც ჩამოდიოდნენ მლოცველები.იმპერატორ ანასტასის ზეობისას (490-518) თომა მოციქულის წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლს გადაასვენეს,სადაც მის სახელზე ტაძარიც იქნა აგებული. ჯვაროსანთა მეოთხე ლაშქრობის დროს (1204) უნგრეთის მეფემანდრია მეორემ წმიდა თომას მარჯვენა თავის სამშობლოში გადაასვენა. თომა მოციქულის თავის ქალა კისაქართველოში, თბილისის სიონის საკათედრო ტაძარშია დასვენებული. უფლის ამ წმიდა მოციქულის ლოცვითმრავალი სასწაული აღესრულებოდა და კვლავაც აღესრულება შეწევნად ყოველთა მართლმადიდებელთაქრისტიანთა და პატივად და სადიდებლად ჩვენი უფლისა და ღმერთის იესო ქრისტესი, რომელსა შვენისთაყვანისცემა თანა მამით და სულით წმიდითურთ საუკუნოდ. ამინ. წიგნიდან „უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მოციქულთა ცხოვრება“, თბილისი, 2004 წ. |